воскресенье, 10 января 2010 г.

პროექტი ,,ერთად გავიხსენოთ ძველი, რათა ვაშენოთ ახალი”











№3 საჯარო სკოლაში განხორციელდა პარტნიორ სკოლათა ერთობლივი პროექტი, რომლის სახელწოდებაა: ,,ერთად გავიხსენოთ ძველი, რათა ვაშენოთ ახალი"
პროექტი ითვალისწინებდა საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიებების ჩატარებას მშობლებთან ერთად, რაც ემსახურება მშობელთა ჩართულობის გაზრდას სკოლის ცხოვრებაში, ასევე სკოლებს შორის მეგობრული კავშირის დამყარებას და ურთიერთთანამშრომლობას, რაც ხელს შეუწყობს სკოლის წინსვლას, ერთობლივი პრობლემების დადგენას და მისი დაძლევის გზებზე მუშაობას.
პროექტში ერთად გავიხსენოთ ძველი რათა ვაშენოთ ახალი” მონაწილეობა მიიღო ,,45” მოსწავლემ, ,,16 “ მშობელმა, ,,21” მასწავლებელმა, ,,5” თემის წარმომადგენელმა (№1, №2, №3 საჯარო სკოლებიდან).
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ექსკურსია ციხე-გოჯზე ნოქალაქევში, ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობის მიზნით. ასევე ჩატარდა კონფერენცია თემაზე: ,,ექსკურსია ნოქალაქევში" (პრეზენტაცია, შთაბეჭდილებები).
პროექტის განხორციელების შედეგად №1, №2, №3 საჯარო სკოლების მშობლებს, მასწავლებლებსა და თემს შორის გავრცელდა ზგემისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები და ფასეულობები, რაც გარანტია რეფორმის წარმატებული მიმდინარეობისათვის, მოსწავლეებმა მოიპოვე ინფორმაცია, დააფიქსირეს საკუთარია პოზიცია ისტორიული ძეგლებისა და ტრადიციებისადმი, მოახდინეს შთაბეჭდილებების პრეზენტაცია.
მოწვეულ იქნა მშობლები ღია გაკვეთილებზე და კონფერენციებზე, სადაც დემონსტრირებულ იქნა ის მეთოდები და მოდგომები, რომლებიც ხელს უწყობს მათი შვილების აღზრდას. პროექტის ,,ერთად გავიხსენოთ ძველი რათა ვაშენოთ ახალი” ორგანიზატორებმა (№3 სკოლის დირექტორი მ. წირღვავა, №2 სკოლის დირექტორი გ. ჯალაღონია, №1 სკოლის დირექტორი მ. ალანია) მიაღწიეს მიზანს.