пятница, 8 января 2010 г.

ჩვენს შესახებ







დღეს!!!

რეგიონი - სამეგრელო  ზემო-სვანეთი

რაიონი - სენაკი

სკოლა - №3 საჯარო სკოლა

ქ. სენაკის №3 საჯარო სკოლაში სწავლება მიმდინარეობს სამ საფეხურად: I საფეხური დაწყებითი (1-6კლ.), II საფეხური საბაზო (7-9კლ.), III საფეხური საშუალო (10-12კლ.). მოსწავლეთა ასაკი განისაზღვრება 6-დან 18 წლამდე.

ამჟამად 677 მოსწავლის სწავლა-აღზრდას ემსახურება 66 მასწავლებელი. არ გვყავს არცერთი წარუმატებელი მოსწავლე. სკოლა პატივს მიაგებს ღვაწმოსილ პედაგოგებს. შემუშავებულია სკოლის მისია, ხედვა და განვითარების გეგმა, მართვის ეფექტური სისტემა, მუშაობს კომპიუტერული ლაბორატორია, გვაქვს 35 კომპიუტერი, ვმუშაობთ საგრანტო პროგრამებზე. სკოლას გააჩნია ფინანსური რესურსები შემდეგი განვითარებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის, სკოლა ითვლება წარმატებულად.

ეროვნული გამოცდების შედეგად მოსწავლეთა ნაწილმა მოიპოვა სხვადასხვა სახის გრანტი, მონაწილეობდა კონკურსებში, კონფერენციებში, ოლიმპიადებსა და სასწავლო პროექტებში.სკოლაში სისტემატურად ტარდება ინტეგრირებული გაკვეთილები.

სკოლაში გვყავს თანრიგოსნები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, პედაგოგიური კოლექტივი აქტიურადაა ჩართული სატრენინგო პროგრამებში. სკოლა თანამშრომლობს თემთან, მუშაობს ფსიქოლოგი, გახანგრძლივებული დღის ჯგუფები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული სტუდიები, სპორტული სექციები.

სკოლის ისტორია

სენაკის №3 საჯარო სკოლას 75 წლის ისტორია აქვს. სკოლის შენობა თავის დროზე ჩამოერთვა კერძო პირს, სამეფო გილდიის სოვდაგარს მიხეილ ცაავას. სხვადასხვა დროს სკოლის დირექტორებად მუშაობდნენ: კალისტრატე გრიგოლია, დომენტი კვაშილავა, დომენტი ოჩიგავა, ვარლამ განგია, შალვა ახალაია, ლუნა ელიავა.

2007 წლის 1 სექტემბრიდან №3 საჯარო სკოლის დირექტორად არჩეულ იქნა ქ-ნ. მერი წირღვავა, რომელიც ხელმძღვანელობს №3 საჯარო სკოლას და პედაგოგებთან ერთად ღირსეულ თაობებს უზრდის ქვეყანას.