пятница, 14 декабря 2012 г.

გველის წელიწადი


                                                          გველის წელიწადი

ძველად ჩინელები მიიჩნევდნენ, რომ სახლში გველი ნიშნავდა იმას, რომ ამ ოჯახს შიმშილი არ შეაწუხებდა. ეს შეიძლება მივიღოთ, როგორ მეტაფორული გამოთქმა, რომელიც გულისხმობს, რომ გველის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს არ ექნება ოჯახში შიმშლობის პრობლემა, რადგანაც ის ფანტასტიური შუამავალია, რასაც კარგად იყენებს ბიზნესშიც. თუმცა თუ შიმშილის საშიშროება შეიქმნება, „გველი" შესწირავს და გაყიდის ყველა მისთვის ძვირფას ნივთს, რათა ოჯახს აარიდოს მსგავსი განსაცდელი. „გველი" ძალიან გამჭრიახი, ინტელიგენტი, ბრძენი და ეშმაკი პიროვნებაა.