понедельник, 1 февраля 2010 г.

№3 საჯარო სკოლის დირექტორი - მერი წირღვავა

დაიბადა ქ. ცხაკაიაში (დღევანდელი სენაკი) 1956 წლის 25 ნოემბერს მოსამსახურის მრავალშვილიან ოჯახში. 1963 წელს ჩაირიცხა ქ. ცხაკაიას მესამე საშუალო სკოლის პირველ კლასში. აღნიშნული სკოლა დაამთავრა 1973 წელს ოქროს მედლით. იმავე წელს ერთი გამოცდით ჩაირიცხა თ.ს.უ. ფილოლოგიის ფაკულტეტზე ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის თვითმმართველობაში. თ.ს.უ. დაამთავრა 1978 წელს. იმავე წელს მუშაობა დაიწყო პირველი მაისის რვაწლიან სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1987-88 სასწავლო წელს აირჩიეს ამავე სკოლის დირექტორად. 1989 წელს დაინიშნა სენაკის მესამე საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში. 2007 წელს არჩეულ იქნა №3 საჯარო სკოლის დირექტორად. ცდილობდა და დღესაც ცდილობს ფეხი აუწყოს სიახლეებს და იაროს თანამედროვეობის კვალდაკვალ პროგრესის გზაზე. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები 1987,1991,1994,1998 წლებში. ტრენინგები 2004,2006,2009,2010 წლებში (სწავლისა და სწავლების ახლებური მიდგომები, ახალი სასწავლო საგნობრივ პროგრამებზე დაყრდნობით გაკვეთილების დაგეგმვა). უყვარს თავისი პროფესია და კოლექტივი. გატაცებული არის რუსული კლასიკური ლიტერატურით და მუსიკით. ჰყავს 33 წლის ვაჟი. მისი ოცნებაა მოესწროს დროს, როდესაც მასწავლებლობა პრესტიჟულ პროფესიად იქცევა და სკოლებში სწავლების ხარისხი ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდება.

№3 საჯარო სკოლის დირექტორი - მერი ზარანდია-წირღვავა
ტელ:877 14 43 35 ,
855622374